კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს

კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს
5-12-2022, 11:49 - 2022
2 754

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 


მან თქვა, რომ მზადაა მივიდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არის. მე ახლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერანაირად, დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა