ბანკმა „ქართუმ“ ბოლო სამ თვეში მოსახლეობას 22 000 000 ლარის ქონება ჩამოართვა

ბანკმა „ქართუმ“   ბოლო სამ თვეში მოსახლეობას 22 000 000 ლარის ქონება ჩამოართვა
5-12-2022, 00:10 - 2022
493

ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ ქონების მისაკუთრების რეიტინგში პირველ ადგილზეა.

ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ სესხის გადაუხდელობის გამო ბანკების მიერ  ჩამორთმეული ქონების ოდენობა წინა წლებთან შედარებით  გაიზრდა.  

ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ მხოლოდ სამ თვეში ბანკმა „ქართუმ“ 22 000 000 ლარის ქონება ხალხს ჩამოართვა და გადაიფორმა. 2021 წელს ეს თანხა 6 000 000 ლარი იყო, 2022 წელს კი 22 389 000 ლარი შეადგინა.

ბანკის მფლობელობაშია - ქაღალდის ფაბრიკა, სპირტის საწარმო, აგარაკები და ა.შ. უცნობია, როგორ და რა გზებით მოახერხე ბანკმა ასეთი ძვირადღირებული ქონებების ხელში ჩაგდება, თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე „ქართუ ბანკი“ ქონების ჩამორთმევითა და დასაკუთრებით პირველ ადგილზეა.

კომენტარები
რეკლამა