„გამოცხადდეს 6 დეკემბერი გლოვის დღედ“ – „სირცხვილია“

„გამოცხადდეს 6 დეკემბერი გლოვის დღედ“ – „სირცხვილია“
4-12-2022, 17:45 - 2022
392

„გამოცხადდეს 6 დეკემბერი გლოვის დღედ“, - მოძრაობა „სირცხვილია“ განცხადებას აქვეყნებს.
 
„სირცხვილია“ მოითხოვს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების საპატივსაცემოდ გლოვის დღე გამოცხადდეს.
 
როდესაც ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს.
 
დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც. რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა - მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ.
 
როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?
 
დიდება გმირებს!
“, - წერია განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა