ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გაასაჯაროვა მესამე პრეზიდენტისთვის ჩატარებული ექსპერტიზის ნაწილი, რომელიც ძირითადად რეკომენდაციებს მოიცავს.
ჯიშკარიანმა თქვა, რომ დასკვნაზე 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა.
"ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.