სააკაშვილის ადვოკატის სახლში მოსასმენი აპარატურა და კამერები იპოვეს

სააკაშვილის ადვოკატის სახლში მოსასმენი აპარატურა და კამერები იპოვეს

30-11-2022, 20:46 - 2022
634
       

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო კამერები სახლში და მანქანაში იპოვა.
 
ასევე, მისი თქმით, კამერა დამონტაჟებულია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსზე, რომელიც მის კაბინეტს უყურებს.
 
პირველი იქნა აღმოჩენილი ეს პატარა სათვალთვალო კამერა თავისი მოწყობილობით სავარძელში, სახლში, სადაც თქვენ ზიხართ ახლა, მაგის გვერდით, ეს მერე დავინტერესდით და ავტომანქანაში და მისი ნაწილი, გაგრძელება ალბათ ავტომანქანაში იქნება იმიტომ, რომ ეს რაღაცას უერთდება, მესამე სახლის წინ აყენია, დიდი კამერა არის. გუშინ აღმოვაჩინეთ, საღამოს პერიოდი იყო“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები