ლარი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.94 თეთრით.
29 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7153 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8196 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 10 თეთრით ძვირია.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 2.86 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.82 ლარად.