მთაწმინდის რაიონში, 17 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დილამდე შეუწყდა.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მათ ბუნებრივი აირის მიწოდება 30 სექტემბრის დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.