TV Imedi-ს ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე, მისივე სიუჟეტზე კრიტიკული კომენტარების ავტორებს დაურეკა და „საქმე გაურჩია“.
ჟურნალისტმა მოქალაქეებს კრიტიკული კომენტარების დაწერის მიზეზი ჰკითხა, ეს ყველაფერი გადაიღო და ტელევიზიაში გაუშვა.
აღნიშნულ საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო.