„გადაუმოწმებელი ინფორმაცია“ - PSP ღარიბაშვილს პასუხობს

„გადაუმოწმებელი ინფორმაცია“ - PSP ღარიბაშვილს პასუხობს

28-11-2022, 19:14 - 2022
450
       

ფარმაცევტული კომპანია PSP ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.


კომპანია აცხადებენ, რომ პრემიერ - მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს.

"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერმინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და, შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება", - ნათქვამია განცხადებაში. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები