"არც ერთხელ არ მიგვიცია ტრანსპორტირებაზე თანხმობა" - ამბობს კლინიკა "ვივა მედის" დირექტორის ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით.
ნადირაძემ აღნიშნა, რომ მედიკოსების აზრით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული.
"არც მანამდე, არც ერთხელ არ მიგვიცია ტრანსპორტირებაზე თანხმობა...ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა, დაინიშნა შესაბამისი კვლევები, დღეს და ხვალ ამ კვლევებს კიდევ ჩავატარებთ, განისაზღვრება შემდეგი მკურნალობის ტაქტიკა და ჩვენ, ექიმები ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული", - ამბობს ნინო ნადირაძე.