კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე დაწვა, გარდაიცვლა.
ინფორმაცია ქუთაისის დამწვრობის ცენტრი ადასტურებს.
მკვლელობაში ბრალდებულს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის წუხელ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს კაცი მაღაზია "მაგნიტში" შეიჭრა, სადაც მისი ყოფილი ცოლი მუშაობდა და ქალს ბენზინი შეასხა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.