თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.
როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.
12 წლის მოზარდი რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ჯგუფმა, რუსთავიდან თბილისის კლინიკაში გადმოიყვანა.
არასრულწლოვანი 11 წლის იყო, როდესაც დაორსულდა. ასევე არასრულწლოვანია ბავშვის მამა.
გამოძიება სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.