ცისკარიშვილი: ვანო მერაბიშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს

ცისკარიშვილი: ვანო მერაბიშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს

22-11-2022, 23:54 - 2022
664
       

„ვანო მერაბიშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
 
მისი განცხადებით, ხაბეიშვილი რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატია, ამაში ვანო მერაბიშვილის წვლილი არანაირი არ არის.
 
ვანო მერაბიშვილს რომ ქართულ პოლიტიკაში ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის საერთაშორისო პროექტებშია ჩართული.
 
მაგალითად, Free Russia პროექტში, სადაც რუსი და ბელარუსი ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებული. მაგრამ, ის, რომ მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს, როგორც ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში ამომრჩეველიც, ამასაც გიდასტურებთ.
 
უფრო მეტსაც გეტყვით - თუ მას პარტიის შიგნით ვინმეზე ხმა მიუწვდება, სხვა ე.წ. ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც სთხოვს, ვისი თხოვნაც შეუძლია. ყველა ასე იქცევა, ხაბეიშვილი რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატია, ამაში ვანო მერაბიშვილის წვლილი არანაირი არ არის. ვანო მერაბიშვილი ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გარდა, დღეს არის ჩვენი მხარდამჭერი და ამომრჩეველი
“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენ მედია სააგენტოზე გავრცელდა ინფომრაცია კულისებიდან, რომ ენმ-ს შიდა პარტიულ არჩევნებში ხაბეიშვილი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ფავორიტი კანდიდატია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები