მერაბიშვილისა და „განდეგილების“ დაბრუნება პარტიაში - რატომ დაუპირისპირდნენ რეალურად მელიას

მერაბიშვილისა და „განდეგილების“ დაბრუნება პარტიაში - რატომ დაუპირისპირდნენ რეალურად მელიას
22-11-2022, 01:32 - 2022
626

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
 
პარტიაში სიტუაცია საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა, როდესაც „ენმ“-ს ნაწილმა შიდა პარტიული არჩევნები მოითხოვა - მოქმედმა თავმჯდომარემ „აჯანყებულებს“ მოთხოვნები დაუკმაყოფილა და არჩევნებში მონაწილეობაც დაანონსა. 
 
მალევე კანდიდატურა წამოაყენეს „მიშას სექტორის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მუმლაძემ და „ენმ“-ს მხარდამჭერმა გიორგი ჩალაძემ. 
 
თითქოს და ერთი უწყინარი შიდა პარტიული პროცესი საკმაოდ დიდი ხსნის წინ დაიწყო, როდესაც „ენმ“-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ დამფინანსებელს, დავით კეზერაშვილს ღიად დაუპირისპირდა.
 
დავით კეზერაშვილს 2012 წლიდან პარტიაში საკმაოდ ბევრი მომხრე ყავს - ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი და სხვა. თუმცა ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის ურჩი თავმჯდომარე საკმაოდ დიდ წინაღობას წარმოადგენს. 
 
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ კეზერაშვილის გუნდს შეუერთდა ვანო მერაბიშვილიც, რომელიც ჯერ კულისებში ყოფნას ამჯობინებს.
 
კეზერაშვილის მიერ მხარდაჭერილმა პოლიტიკოსებმა არჩევნები მოითხოვეს, თუმცა მელიას ღირსეული კონკურენტიც სჭირდებოდა - თავდაპირველად მოქმედი თავმჯდომარის კონკურენტად ლევან ხაბეიშვილი განიხილებოდა, რადგან ხაბეიშვილი კეზერაშვილის ერთ-ერთი ფავორტი პოლიტიკოსია და აღარავისთვის არის უცნობი, ის ფაქტი, რომ მის ანტიკორუფციულ მოძრაობას ყოფილი თავდაცვის მინისტრი აფინანსებს. 
 
კეზერაშვილის თხოვნის მიუხედავად, ხაბეიშვილის დათანხმება ვერ მოხერხდა და პოლიტიკოსმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საჯაროდ განაცხადა. ამ განცხადების შემდეგ ჩალაძემ და მუმლაძემ წამოაყენეს კანდიდატურები. მალევა გამოჩნდა, რომ ვერც ერთი კანდიდატი მელიას ღირსეულ კონკურენციას ვერ გაუწევდა და როგორც წყარო გვიყვება, ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კეზერაშვილი-მერაბიშვილის მომხრე პოლიტიკოსები პოზიციების დაფიქსირებას ვერ ბედავდნენ. 
 
წყაროს ინფორმაციით, ხაბეიშვილი იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა და არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, რასაც ლოგიკური გაგრძელბა მოჰყვა გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა ხაბეიშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოხსნა. 
 
ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ კანდიდატურას არჩევნებამდე მოხსნის გიორგი მუმლაძეც და მხარს ლევან ხაბეიშვილს დაუჭერს. წყარო არ გამორიცხავს, რომ ამ ქმედებებით, შესაძლოა, მელიამ არჩევნები წააგოს  და პარტიაში „განდეგილები“ დაბრუნდებიან.
 
მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია გიგი უგულავასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან, გოგა გაბაშვილთან, ზურა ჯაფარიძესთან, გიორგი ვაშაძესთან და ელენე  ხოშტარიასთან. პარტიიდან „განდეგილების“ სრულად დაბრუნების შემდეგ კი, ხაბეიშვილი თანამდებობას ვანო მერაბიშვილს გადააბარებს. 
 
წყაროს ინფორმაციით, ამ გეგმის მთავარი მიზანია, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ყველა პოლიტიკოსი თუ პარტია „ენმ“-ში გაერთიანდეს და ოლიგარქის წინააღმდეგ „გაილაჩქრონ“. როგორც 2012 წელს ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თუმცა კეზერაშვილის გეგმა რამდენად გამოიღებს შედეგს ჯერ ყველასთვის უცნობია. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა