სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში ნინო ლომჯარიას მოადგილე ლიდერობს

სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში ნინო ლომჯარიას მოადგილე ლიდერობს

21-11-2022, 20:05 - 2022
599
       

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც კენჭს სახალხო დამცველობის კანდიდატებს უყარეს, ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. მოქმედი ომბუდსმენის მოადგილეს მხარს „ქართული ოცნება“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ უჭერენ.
 
რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ანა აბაშიძეს, მას მხარი „ლელომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა.
 
ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას კი მხარი „ენმ“-მ და „ლელომ“ დაუჭირეს.
 
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნებამ“ უარი თქვა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებმაც გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიიღეს, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე წარმოდგენილი 19-ვე კანდიდატი იქნება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები