„გადაწყვეტილებებს მეუფე დიმიტრი, შიო მუჯირი და ანდრია ჯაღმაიძე იღებენ“ - წმინდა სინოდის წევრმა საპატრიარქოს მხილება დაიწყო

„გადაწყვეტილებებს მეუფე დიმიტრი, შიო მუჯირი და ანდრია ჯაღმაიძე იღებენ“ - წმინდა სინოდის წევრმა საპატრიარქოს მხილება დაიწყო

19-11-2022, 16:57 - 2022
798
       

„პატრიარქს გადაწყვეტილება იძულებით მიაღებინეს“,  - ამის შესახებ მეუფე ზენონი საპატრიარქოს ოფიციასლურ განცხადებამდე საუბრობდა.
 
ზენონ იარაჯული ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სხვისი პოზიცია გააჟღერა.
 
ის კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს: ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი და საზოგადოებასათან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრეა ჯაღმაიძე.
 
პატრიარქთან დაახლოებით 10-ჯერ შევიდნენ, რომ ეიძულებინათ, რომ დაეთანხმათ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროცესში. არც ხელი მიჰყვებოდა და არც გული ჩემს წინააღმდეგ და ვიცი ყველაფერი. ვიცი ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან. წინასწარ ერთი რამ ცნობილია აქ მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე. მე მინდა, ეს წერილი მივიღო, რა წერია ამ წერილში მინდა, იმის მიხედვით ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები, გამორიცხულია ამ საკითხს ისე შევხვდე, ვითომ არაფერი ხდება, ნამდვილად ხდება“,- ამბოსბ მეუფე ზენონი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები