როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - 19-23 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - 19-23 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

18-11-2022, 00:04 - 2022
799
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 
 
ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
 
მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება.
 
ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება.
 
ქალაქ თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს
“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები