კლინიკა "ვივა მედში" სამედიცინო კონსილიუმი იმართება.
ექიმებმა მესამე პრეზიდენტის კვლევების შედგებეზე უნდა იმსჯელონ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიიღეს და რომელიც დღესაც და გუშინაც დამატებით ჩაუტარდა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, პაციენტი სულ უფრო სუსტდება.
"ჯერ ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ ტუბერკულოზის საკითხს. მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, ძნელად ამოძრავებს და რაც მთავარია, გაუსაძლისი ტკივილები აქვს", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.