ახალი წლიდან აფთიაქები წამლის ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან, მედიკამენტების საფასურის კონტროლს ამიერიდან ჯანდაცვის უწყება მკაცრად გააკონტროლებს.
სამინისტროს უფლება ეძლევა მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დააწესოს, რომელზე მაღალ ფასადაც, წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
უწყების განცხადებით, რეფერენტული ფასის დაწესება მედიკამენტებს დაახლოებით 40%-ით გააიაფებს, მათ შორის ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილ 1 100 დასახელების წამალს.
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქციები იმოქმედებს. პირველ ჯერზე კომპანიას გაფრთხილებას მისცემენ, განმეორებითი ფაქტი 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას იანვრიდან იწყებს. ოფიციალური გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო.