ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, გამოკვლევების მიხედვით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინდა.
როგორც ხაჭაპურიძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
„სავარაუდო დიაგნოზებზეა საუბარი, ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის, ველოდებით. ეს არის ეჭვი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვგულისხმობ დემენციას და ტუბერკულოზს და კიდევ 34 დაავადებაზეა საუბარი“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.