IRI: მოსახლეობის 36% ივანიშვილს ენდობა

IRI: მოსახლეობის 36% ივანიშვილს ენდობა

7-11-2022, 23:58 - 2022
424
       

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი გამოკითხული (88%) პატრიარქ ილია მეორეს ენდობა. მას თბილისის მერი კახა კალაძე (57%) და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (44%) მოსდევენ. მეოთხე ადგილზე კი - ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძეა.
 
მომდევნო სამ ადგილს 38-38%-ით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყოფენ. 37-37% ენდობა გიორგი გახარიასა და გიორგი ვაშაძეს, „ქართული ოცნების“ ლიდერი კი, ამ რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს - ბიძინა ივანიშვილს 36% ენდობა.
 
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები