IRI: მოსახლეობის 74%-ს ქართული ჯარის საქმიანობა მოსწონს

IRI: მოსახლეობის 74%-ს ქართული ჯარის საქმიანობა მოსწონს

7-11-2022, 23:51 - 2022
389
       

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან და ორგანიზაციებიდან რომელი მოსწონთ ყველაზე მეტად, მოსახლეობის 74% ჯარს ასახელებს (20%-ს არ მოსწონს), 68% საქართველოს საპატრიარქოს (23%-ს არ მოსწონს), პოლიციას 63% (34%-ს არ მოსწონს), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 59% (38%-ს არ მოსწონს), ხოლო ქართულ მედიას - 55% (40%-ს არ მოსწონს).
 
აღსანიშნავია, რომ მარტში ჩატარებული კვლევისას, ქართული ჯარი გამოკითხულთა 84%-ს მოსწონდა, ხოლო ეკლესია - 81%-ს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები