ექსპერტიზის დასკვნამ, შესაძლოა, სააკაშვილი პატიმრობისგან გაათავისუფლოს

ექსპერტიზის დასკვნამ, შესაძლოა, სააკაშვილი პატიმრობისგან გაათავისუფლოს

7-11-2022, 16:04 - 2022
927
       

ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „ემპათიას“  წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარი ავრცელებს.
 
ჩვენი დასკვნის მიხედვით უნდა იყოს გადაუდებელი ზომა მიღებული, პირველ რიგში, გასაყვანად და ასევე, ჩვენი დასკვნის შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არის გათავისუფლების საფუძველი. წამყვანი დიაგნოზი გახლავთ ნეიროკოგნიტიური მიმართულების დიაგნოზი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ასე რომ, ნევროლოგიური პრობლემა გახლავთ წამყვანი და ეს ნევროლოგიური პრობლემა დღემდე არ დიაგნოსტირდება. შესაბამისად, უაცილებელია, იქნება ეს ბატონი მიხეილ საკააშვილი თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ციხის შიგნით და ციხის გარეთ, აუცილებელია გაყვანილი იქნეს მულტიპროფილურ სადიაგნოსტიკო კლინიკაში, სადაც მოხდეა სწორი დიაგნოსტიკა“, - თქვა ჯიშკარიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები