4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება გუდაურში, ხოლო მაქსიმალური +16 ქვეყნის რამდენიმე ქალაქშია მოსალოდნელი.
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
გაგრა +14 - წვიმა
სოხუმი +14 - წვიმა
ზუგდიდი +14 - წვიმა
მესტია +5 - წვიმა
ფოთი +15 - წვიმა
ბათუმი +16 - წვიმა
ოზურგეთი +13 - წვიმა
ქუთაისი +13 - წვიმა
ამბროლაური +10 - წვიმა
ახალციხე +11 - წვიმა
ბორჯომი +10 - წვიმა
ბაკურიანი +4 - წვიმა
გორი +11 - უმეტესად ღრუბლიანი
ცხინვალი +9 - წვიმა
სტეფანწმინდა +6 - წვიმა
გუდაური -1 - თოვლი
თელავი +12 - წვიმა
რუსთავი +16 - უმეტესად ღრუბლიანი
თბილისი +14 - წვიმა