რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს

3-11-2022, 22:03 - 2022
478
       

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
 
ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან  112  733 ქვეყანაში დარჩა.
 
„ბათუმელების“ ცნობით, გამოცემამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე.
 
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, 2 ნოემბერს მიაწოდა.
 
რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში:
 

რუსეთის 2  585-მა მოქალაქემ საქართველოში ჯამში 2  964 ბინა შეიძინა, საერთო ფართობით - 189 084 კვ.მეტრი.
 
ამავე პერიოდში რუსეთის 252-მა მოქალაქემ საქართველოში მიწის 249 ნაკვეთიც შეიძინა, რაც ჯამში 37.9 ჰექტარია [აქედან რუსეთის 53 მოქალაქეს  მიწის 61 ნაკვეთი შენობა-ნაგებობების გარეშე აქვს შეძენილი, 199-მა მოქალაქემ კი  მიწის 188 ნაკვეთი შენობა-ნაგებობებიანად შეიძინა]. 

რუსეთის მოქალაქეების მონაცემები/რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ასეთია:
 
  • იურიდიული პირი - 711
  • ინდმეწარმე - 9 789
  • ბინის შემძენი მოქალაქე - 2 585
  • მიწის შემძენი მოქალაქე - 252
  • შეძენილი ბინების ფართობი - 189 084 კვ.მ
  • შეძენილი მიწის ფართობი - 37.9 ჰა

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები