თბილისში ლაღიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ ძლიერი აფეთქება იყო.
როგორც ცნობილია, უცნობმა პირმა ქუჩაში ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ორ ადამიანს შორის შელაპარაკება იყო, რა დროსაც ერთმა მეორეს ხელყუმბარა ესროლა. ასევე არსებობს მეორე ვერსიაც - უცნობმა პირმა ხელყუმბარა იმ სამი პიროვნების მანქანას ესროლა, რომლებიც დაშავდნენ.
ცნობილია, რომ ორი დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მესამეს მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა. რომელ კლინიკაში იმყოფება მესამე პიროვნება ამ ეტაპზე უცნობია.