ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთ რესტორანში გუშინ ღამით სროლა იყო.
ერთ-ერთი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ის ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და გულ-მკერდის არეში დაჭრეს. მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
ინციდენტის შედეგად, ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები კიდევ სამმა პირმა მიიღო, თუმცა ისინი კლინიკებიდაან მალევე გაწერეს.
რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.