ვაკის სამების ტაძარში, სადაც მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, ზურაბიშვილი და კალაძე მივიდნენ

ვაკის სამების ტაძარში, სადაც მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, ზურაბიშვილი და კალაძე მივიდნენ

15-10-2022, 15:43 - 2022
683
       

ვაკის წმინდა სამების ტაძრიდან ვაკის პარკში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ 13 წლის მარიტას ცოტა ხანში გამოასვენებენ.
 
სამოქალაქო პანაშვიდზე მოზარდის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები მივიდნე. გარდა ამისა, პანაშვიდზე მისული იყვნენ პოლიტიკოსები, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ისე უმრავლესობის წარმომადგენლები.
 
იქ იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.  
 
13 წლის მარიტა 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა.
 
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოზარდს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ის მართვით სუნთქვიდან მოხსნეს.  
 
მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
 
თბილისის მერიამ  ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები