ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, ამბობს, რომ ტყუილია ცნობები პატრიარქის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ.
მისი განცხადებით, ეს კიდევ ერთი თავდასხმაა ილია მეორეზე.
„მე გირჩევთ, რომ ამ ტყუილების გავრცელებას თავი დაანებოთ, ეს არის სამარცხვინო, კიდევ ერთი თავდასხმა პატრიარქზე, ეს არის ნამდვილი ტყუილი, აბსოლუტური ტყუილია ეს ყველაფერი, მე არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რა დაადასტურა, მე მასთან არ მქონია საუბარი. ეს არის გამორიცხული ამბავი საერთოდ, ეს არის თავდასხმა პატრიარქზე და გირჩევთ, რომ ნუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას, ეს არის სამარცხვინო საქციელი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.