ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

12-10-2022, 01:00 - 2022
885
       

ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების, ოთარ ფარცხალაძისა და ლევან ყიფიანის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში ფულის გამოძალვის ბრალდებით საჩივარი შეიტანა.
 
„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი მილიონ 700 ათასი დოლარის დაბრუნებასა და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
 
შეგახსენებთ, რომ საქმე 2016 წლის გახმაურებულ მოვლენებს ეხება, ოქუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის რეზიდენციაში მას 4 მილიონი გამოსძალეს.
 
„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრას, სადაც მას ივანიშვილმა პირადად აიძულა, რომ თანხა. ე.წ. ბიჭებისთვის გადაეხადა, ესწრებოდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და ლევან ყიფიანი. ფული ოფშორზე გახსნილ კომპანიაში გადაირიცხა და ოქუაშვილის მტკიცებით, მეორე დღეს, საღამოს 8 საათზე, „თიბისი“ ბანკიდან ყველა საბანკო პროცედურების დარღვევით მისი გამოტანა მოხდა, როდესაც ბანკი დაკეტილი იყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები