ლარი დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 3.05 თეთრით.
10 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7980 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7124 ლარი. დოლარი ევროზე 8.6 თეთრით ძვირი ღირს.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.84 ლარია, ხოლო ევროსი - 2.77 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.80 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.
24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.