რუსულ Telegram-ის არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, პრორუს ბლოგერს, რომელიც საქართველოში ცოტახნის წინ ჩამოვიდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათივე ცნობით, ბლოგერს ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე, ემუქრებოდნენ.
აღნიშნულ თემაზე შსს ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი ბლოგერი საქართველოში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა.
ცნობისთვის, ლევ „პროწივის“ ოფიციალური სახელი მიხეილ ლატუზიანია. ის ღიად უჭერს მხარს პუტინის პოლიტიკას რუსეთში და განსაკუთრებით აქტიურია არჩევნების წინ.