უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი სრულად გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი სრულად გაათავისუფლეს
2-10-2022, 01:18 - 2022
254

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თავმჯდომარის მოადგილის,  კირილ ტიმოშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება ლიმანის ადმინისტრაციულ შენობაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ, უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეოკადრები.

„დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან, კულჩიცკის ბატალიონთან ერთად, გაათავისუფლეს და კონტროლი აიღეს დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლებაზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან უკრაინელი ჯარისკაცები ადმინისტრაციის შენობის სახურავიდან რუსულ დროშებს და ამაგრებენ უკრაინულს. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა