ქარელის შემდეგ კასპი - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

ქარელის შემდეგ კასპი - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

1-10-2022, 11:45 - 2022
560
       

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები
“, - ნათქვამია განცხადებაში. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები