რუსეთი საქართველოს საზღვართან, ლარსის საბაჟოსთან სამხედრო პუნქტს ხსნის

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ლარსის საბაჟოსთან სამხედრო პუნქტს ხსნის

27-09-2022, 13:29 - 2022
598
       

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი გაიხსნება. 

ამის შესახებ განცხადება რუსეთის შსს-მ გააკეთა.

გამშვებ პუნქტთან ჩასული იყო ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანდრეი სერგეევი. 

მან თქვა, რომ მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მათ შორის პოლიციის სადღეღამისო მორიგეობის გაზრდისა ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

გუშინ 26 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. 

რუსული FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს. 

რუსული მხარე ამბობს, რომ საზღვარზე რუსი ჯარისკაცები იმიტომ გაიგზავნენ, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველებმა ტერიტორია საბუთების გაფორმების გარეშე არ დატოვონ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები