BBC: საქართველოს საზღვართან რუსული მანქანების 10 კილომეტრიანი რიგია

BBC: საქართველოს საზღვართან რუსული მანქანების 10 კილომეტრიანი რიგია

24-09-2022, 18:06 - 2022
491
       

ბევრი რუსი აგრძელებს ქვეყნის დატოვებას მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია.

გამოცემის ცნობით, მოძრაობა ძალიან შენელებულია და ზოგიერთი ადამიანი საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია ელოდება.

ხალხის ნაკადი გაიზარდა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული რუსების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ გაორმაგდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები