შსს-ს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მტკიცებულები აქვს და  „ოცნების“ მხილებას იწყებს

შსს-ს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მტკიცებულები აქვს და „ოცნების“ მხილებას იწყებს

23-09-2022, 21:51 - 2022
732
       

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემის წინააღმდეგ.

გიორგი ირემაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყების მასშტაბურ მხილებას აანონსებს.

ყოფილი პოლიციელი, რომელიც სამინისტროში სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა, იმ დანაშაულებებსა და კანონდარღვევებზე საუბრობს, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველ რგოლს უკავშირდება.

ირემაშვილი ძალოვანი უწყებიდან ცოტა ხნის წინ წავიდა და უსაფრთხოების მიზნით ქვეყანაც დატოვა.

ყოფილი ძალოვანი ოჯახთან ერთად ახლა ისრაელში იმყოფება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა ხელისუფლების პირველი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს და აცხადებს, რომ იცის ყველა დეტალი ყველა გახმაუერებულ საქმეზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები