სამდაშვილი - ვინმე თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს, რატომ ინგრევა კულტურული ძეგლი

სამდაშვილი - ვინმე თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს, რატომ ინგრევა კულტურული ძეგლი

22-09-2022, 20:50 - 2022
371
       

„სამარადისო ტკივილია, რომ ათი საუკუნის შემდეგ ვინმე, თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია, რატომ ინგრევა ჩვენი კულტურული ძეგლი“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გელათის მონასტერში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, გასაოცარია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც ხდებოდა მისი მინისტრად დანიშვნის დღემდე.

ამ პარლამენტში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ რაც დღეს ვნახეთ, არის მართლაც გასაოცარი. „ქართული ოცნების“ ბურჯი, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლიდან შეუცვლელი კადრი, ქალბატონი წულუკიანი დღეს, ამ დარბაზში გამოვიდა, გამოაცხადა, რომ დიდი ხანია გელათი ინგრევა, მაგრამ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც ხდებოდა მისი მინისტრად დანიშვნის დღემდე. ქალბატონო თეა, თქვენ ახლა მართლა გგონიათ, რომ აქ კრავის ტყავში გამოეხვევით და პასუხს არ მოგთხოვთ თქვენი პოლიტიკური გუნდის მიერ დანგრეული და განადგურებული ქვეყნის ეროვნული თაობაზე? თუ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ვერ ხვდება, რატომ მიანიჭეთ გელათს ფაქტობრივად გასაიდუმლოებული ობიექტის და არ გასცემთ არანაირ ინფორმაციას არავისზე, რეალურად რა ხდება გელათში? არ ვიცი, შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ თქვენ გეკუთვნით გელათი ან ბატონ ბიძინა ივანიშვილს? ჩვენ დავით აღმაშენებლის ანდერძში ვკითხულობთ, „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო“ - მართლაც სამარადისო ტკივილია იმიტომ, რომ ათი საუკუნის შემდეგ ვინმე თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია, რატომ ინგრევა ჩვენი კულტურული ძეგლი, რომელიც არის საუნჯე მთელი ჩვენი საზოგადოების“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის მინსიტრმა გელათის სამონასტრო კომპექსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უარს ამბობს, აიღოს პასუხი იმაზე, რაც 2021 წლის მარტამდე ხდებოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები