მდინარაძე - ნიკა მელია პოზიტიურად პროგრესირებს

მდინარაძე - ნიკა მელია პოზიტიურად პროგრესირებს

22-09-2022, 16:59 - 2022
521
       

„როგორც ჩანს ნიკა მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, კლანებს შორის ფინანსების გადანაწილების საკითხზე ბრძოლა მიმდინარებს.

ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით კლანებს შორის ბრძოლა არ არის ახალი ამბავი, ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ დაწყებულია და შეეხება იმას, თუ ვის განკარგულებაში იქნება ომის დროს მოპარული დიდი ფინანსები, მითვისებული თანხები და მატერიალური რესურსი, რომლითაც იმართება აქციები საქართველოში. გვახსოვს ინფორმაცია, რომ ევროპელ ლობისტებში უნდა დახარჯულიყო 1.5 მილიონი დოლარი იმისთვის, რომ ემუშავათ „ქართული ოცნების“ პირობებში როგორ არ მიეღო სტატუსი ქვეყანას. მათ შიდა ბრძოლაზე ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ აქვთ ფინანსებზე, შიდა გავლენებზე და ტელევიზიებზე ბრძოლა ერთმანეთში. ოპოზიცია რომ სუსტია ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ „ნაცმოძრაობა“, ანუ რადიკალები და ქვეყნის მტრები რომ სუსტები არიან ეს არის ძალიან კარგი. იქნებ მოხდეს სასწაული და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ მმართველ პარტიას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები