გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი გრიგოლ ნარსიას მძიმე ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა. როგორც გაირკვა მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რასაც ემატებოდა ნარსიას პირადი ვალებიც.
ასევე საუბრობენ ნარსიას ფსიქიკურ პრობლემებზეც. რაც შეეხება გრიგოლ ნარსიას შეიარაღებასა და ბანკში დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს - როგორც გაირკვა ორივე მათგანი ყალბი იყო.
ადვოკატი ამბობს, რომ იარაღი პნევმატური იყო.