შს მინისტრის მოადგილე  ქუთაისში სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას აკეთებს

შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას აკეთებს

20-09-2022, 23:23 - 2022
555
       

„მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით“,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძემ განაცხადა.

ეს პირველი ოფიციალური კომენტარია რაც უწყების მხრიდან გაკეთდა.

პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ოპერაცია დასრულდა წარმატებით. ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და თავს გრძნობენ კარგად. თავდამსხმელი არის დაკავებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს რომლებმაც მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს ეს ღონისძიება. მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით და დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა მან.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები