სკანდალური მტკიცებულებები - გასაჯაროვდა სუს-ის დოკუმენტები

სკანდალური მტკიცებულებები - გასაჯაროვდა სუს-ის დოკუმენტები

18-09-2022, 03:35 - 2022
2 046
       

„ტვ პირველი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ დოკუმენტებს ასაჯაროვებს.

დოკუმენტებით დგინდება, რომ სუს-ს ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილი აგენტები ჰყავდა. დოკუმენტები 2020-21 წლებით თარიღდება.

მოპოვებულ მტკიცებულებებში ინახება მამუკა ხაზარაძის ვიდეო, რომელიც ზესტაფონში, ხალხთან შეხვედრების შემდეგ, პარტიის ლიდერს, ჩანერგილმა აგენტმა იმ დროს გადაუღო, როდესაც ის  თანაპარტიელებთან ერთად, რესტორანში ვახშმობდა. ჩანერგილი აგენტი 29 წლის ქალია, რომელსაც პარტიის ყველა ამბავი ოფისის გარეთ გაჰქონდა. ხოლო პარტია „ლელოში“ აგენტების ჩანერგვა მიხეილ ტურაბელიძე ევალებოდა.

ფაილებში ნაპოვნია „ენმ“-ს ლიდერების პირადი საუბრებიც, მათი გადაადგილება, ვიზიტები ექიმებთან, საუბარი ოჯახის წევრებთან და ა.შ. 

გამონაკლი არ იყო არც თაკო ჩარკვიანი, მის პარტიაში აგენტის ჩანერგვაზე სუს-ის თანამშრომელმა გიგლა ბარამიძემ იზრუნა. ჩანერგილი აგენტი 20 წლის სტუდენტი ა.ტ იყო. 

ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დგინდება, რომ სახელმწიფო აკონტროლებდა გახარიას პარტიასაც. აგენტს პარტიის დახურული ჯგუფიდან ინფორმაცია სუს-ში მიჰქონდა.

ოჯახთან პირადი საუბრის, ექიმთან ვიზიტისა და შიდა პარტიული ინფორმაციის კონტროლის გარდა, პოლიტიკურ ლიდერებს უთვალთვალებდნენ გასვენებებში პანაშვიდებზე. ფაილებში ნაპოვნია ცნობები შალვა ნათელაშვილის შესახებ, როდესაც ის იმყოფებოდა საკუთარი სიძის გასვენებაში. ისიც გაირკვა, რომ ნათელაშვილის პარტიაზე თვალთვალი ვინმე პაპუნა ფარცვანიას ევალებოდა. 

ყველა პარტიაში ჩანერგილ აგენტებს აკონტროლებდა ვინმე თამარ ზამბახიძე, რომელიც თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის შიდა ბაბლში იყო გაწევრიანებული და პარტიის მიერ საიდუმლოდ დაგეგმილ აქტივობებს სუს-ს უგზავნიდა.

ასევე ფაილებში ნაპოვნია გიორგი ვაშაძისა და მისი დედის პირადი საუბარი.

როგორც მედია წერს, მასალა საკმაოდ ვრცელია და იქ არა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებსა და წევრებზეა დეტალური ინფორმაცია, არამედ მმართველი პარტიის ლიდერებზეც. ყველა ვიდეო, ფოტო თუ ტექსტური შეტყობინება დაარქივებულია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები