არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ტელეკომპანია „1 გასართობის“ (შპს „რ.ბ.ჯ“) დამფინანსებელი სანქცირებული რუსეთის „პირველი არხია“ (Первый канал).
რუსეთის Первый канал მას შემდეგ დასანქცირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ორგანიზაციის ცნობით, ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მაუწყებელ რ.ბ.ჯ-ის დაფინანსების წყაროში Channel One Russia JSC, რუსეთის ფედერაცია არის მითითებული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსულმა „პირველმა არხმა“ რეკლამაში 10 000-დან 500 000 ლარამდე გადაიხადა. გასართობი არხი 2015 წლიდან მაუწყებლობს.