ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რელიგიურ მსახურებებს კვირაში ერთხელ მოსახლეობის მხოლოდ 17% ესწრება.
კითხვაზე - განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას?
პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- არასდროს - 15%;
- უფრო იშვიათად - 67%;
- კვირაში ერთხელ - 17%.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.