მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.
NDI-ს კვლევით, 14%-ით არის გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ვეთანხმები 34%;
- არ ვეთანხმები 59%;
- არ ვიცი 7%;
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა შემდეგ მოსაზრებას, პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ვეთანხმები - 23%;
- არ ვეთანხმები 67%;
- არ ვიცი 9%;
- უარი პასუხზე 1%
ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.