სოსო გოგაშვილის მეუღლე, თია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ირაკლი კობახიძემ სოსო გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ „საქართველოს კრინიგზაში“ დასაქმება შესთავადა.
როგორც მარტყოფლიშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გოგაშვილების ოჯახში იმყოფებოდა.
„ირაკლი კობახიძე ჩვენ ოჯახში მოვიდა 1 წლის წინ, როდესაც მათ უკვე თურმე საქმე აღძრული ჰქონიათ და იგი მოვიდა შავი ფერის დაბურული შკოდით. როცა 2 საათი გაგრძელდა საუბარი და გამოვედი, მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს, რაც ჩემი ყურით კარგად გავიგონე - ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება.
შემოთავაზება იყო, რომ მე [სოსო გოგაშვილი] რკინიგზაში უნდა წავსულიყავი უფროსად, ექნებოდა 20 000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი ძალიან მშვიდად, გაჩუმების სანაცვლოდ.
ირაკლი კობახიძე რა ფიგურაა ისეთი, რომ თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს რამე, თუ არა ბიძინა ვანიშვილის დავალებით რომ არ მოსულიყო ის ჩვენთან“, - ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე.