ქართველი მოსამართლის სკანდალური ინტერვიუ, რომელმაც ქვეყანა დატოვა და აშშ-ში ემიგრანტია

ქართველი მოსამართლის სკანდალური ინტერვიუ, რომელმაც ქვეყანა დატოვა და აშშ-ში ემიგრანტია

15-09-2022, 00:07 - 2022
1 094
       

ყოფილი მოსამართლე, ანა ღელეყვა, რომელიც ახლა ამერიკაში ემიგრანტია, ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგთან“ ინტერვიუში ყვება, სასამართლო სისტემაში არსებული კლანისა და მათი გავლენების შესახებ.

ის ამბობს, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაერთ მოსამართლეს აქვს მიღებული მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში, თუმცა ამას გადანიშვნის დროს არ ითვალისწინებდნენ. 

მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმი კლანისადმი ერთგულება იყო.

მე ეს პირდაპირ მითხრეს. როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო?

ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. 

აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი?  სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო - მომიგო. - მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი.

რადიკალურ ცვლილებებს პოლიტიკური ნება სჭირდება. ზოგჯერ ვფიქრობ, ბოლომდე გააზრებული რომ ჰქონდეთ, რას ნიშნავს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, ამას როგორ იზამდნენ? რატომ არ იზრუნებდნენ სასამართლოს მიმართ ნდობაზე?!
“, - ამბობს  ანა ღელეყვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები