აშშ-ის საელჩოში სპეცოპერაცია ჩატარდა - ადგილზე იყო გამნაღმველების ჯგუფიც

აშშ-ის საელჩოში სპეცოპერაცია ჩატარდა - ადგილზე იყო გამნაღმველების ჯგუფიც

13-09-2022, 22:08 - 2022
643
       

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში სამუშაო დღის ბოლოს გამნაღმველები, სპეცრაზმი, კინოლოგები და პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იყო გამოძახებული.

კრიზისის მიზეზი გახდა უცნობი ჩანთა, რომელიც საელჩოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, საეჭვოდ გამოიყურებოდა და სპეციალური დეტექტორი მის შიგთავსზე მწვავედ რეაგირებდა.

სპეცოპერაცია საელჩოში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს, როგორ გამოიტანეს სპეციალურ ეკიპირებაში ჩაცმულმა განმნაღმველებმა შავი ჩანთა შენობიდან.

რა აღმოჩნდა საბოლოოდ ჩანთაში უცნობია. კონკრეტული განმარტებები არ კეთდება, თუმცა საელჩო ოფიციალურად მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები