CRRC-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 23% ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. ტექნიკური მთავრობის მიერ შესრულება სრულიად მიუღებელია.
მოსახლეობას ჰკითხეს: მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობა უდნა გადადგეს და ევროკავშირის მოთხოვნები უნდა შეასრულოს დროებითმა, ანუ ტექნიკურმა მთავრობამ. თქვენი აზრით, რამდენად მისაღები ან მიუღებელია, რომ რეფორმები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ განახორციელოს?
გამოკითხვის მიხედვით:
- 26% ამბობს, რომ არ იცის;
- 23% ფიქრობს, რომ ეს სრულიად მიუღებელია;
- 19%-ის აზრით, უფრო მეტად მიუღებელია, ვიდრე მისაღები;
- 19%-ის აზრით, უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე მიუღებელი;
- 10%-ის აზრით, სრულიად მისაღებია;
- 3%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.