CRRC-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 35% ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას ევროკავშირი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს.
გამოკითხვისას მოსახლეობას ჰკითხეს: ევროკავშირის ცნობით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საქართველომ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაც უნდა შეასრულოს. თქვენი აზრით, რომელ ადამიანს ან ადამიანებს მოიაზრებს ევროკავშირი ოლიგარქად?
- 52% ამბობს, რომ არ იცის,
- 6%-ის აზრით, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა კონკრეტულ ადამიანებს არ მოიაზრებს,
- 5%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე,
- 3% ფიქრობს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს ეხება,
- 3% დავით კეზერაშვილს ასახელებს,
- 2% ვანო ჩხარტიშვილს,
- 2% მამუკა ხაზარაძეს,
- 1% კი სხვას.
CCRC-ის კლევის ფარგლებში 2022 წლის 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ტელეფონით 1 244 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.8% - 4.7%-ია.